რამდენ ადამიანს ჩაუტარდება პოსტკოვიდური კვლევა-რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

მსოფლიოში არ არსებობს ჯერ პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროგრამა, ამ დრომდე პოსტკოვიდურ სინდრომზე ბრიტანელებმა ორი სერიოზული კვლევა დადეს. კერძოდ კოვიდისგან დატოვებულ ნერვოლოგიურ პრობლემებზე. საქართველო ერთ-ერთი პირველია, ვინც ამაზე რეაგირება მოვახდინეთ და პარალელურად ჩატარდება კვლევა პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა, რომელშიც 400 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ამ პაციენტებს ჩაუტარდებათ ყველანაირი კვლევა და ამ სინდრომის არსებობის შემთხვევაში ყველა წვრილმანი დადგინდება.

„კერძოდ გაირკვევა, ვის უვითარდება, ჰოსპიტალურ პაციენტებს თუ ამბულატორიულს, მძიმეებს თუ მსუბუქებს, ქალებს თუ კაცებს, ასაკის მიხედვით როგორ ნაწილდება. პარალელურად მუშავდება სამინისტროში პროგრამა პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკის და მკურნალობის. როგორიც არის, მაგალითად შიდსის ავადმყოფებისთვის ან ტუბერკულოზით. ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როცა სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც იქნებიან კონტრაქტორები ამ პროგრამის ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს. ამ კლინიკებს მიმართავენ კოვიდგადატანილი ადამიანები და მიიღებენ დაწვრილებით კვლევასა და მკურნალობას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშივის ღალატზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი?
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე: სახელმწიფომ ადამიანები უბრალოდ გაწირა თავისი და კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო!