რამაზ ზოიძე მსოფლიო ჩემპიონია

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატში 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველი ფალავანის მეტოქე ყაზახი კაჰარმან კისიმეტოვი იყო, რომელიც ზოიძემ 5-0 დაამარცხა.

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა რამაზ ზოიძემ (66) საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიშორა, ლიტველი კრისტუპას სლეივა 6-4, ბრაზილიელი რამოს ჯუნიორი ქულების აშკარა უპირატესობით 4:50 წუთში 12-4 და ეგვიპტელი მოჰამედ ელსაედი 2:30 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 11-1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უშეღავათო ბრძოლაში 7-5 მოუგო ირანელი მოჰამად მორად ელიასის.

https://www.youtube.com/watch?v=GM24y6duY1M&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში“ქალბატონი ხიდაშელი, ისევე როგორც ყველა, ჯარისკაცების უსაფრთხოებით უნდა იყოს დაინტერესებული და არა ჩემი კრიტიკით”
შემდეგი სტატიაღვარცოფის საშიშროების გამო, დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაიკეტა – განხორციელდა მოქალაქეთა ევაკუაცია