რამაზ თოლოდრავა: საკრებულო, როგორც ასეთი უნდა იყოს ოპოზიციური

დღეს, სავრაუდოდ ჩხოროწყუ ახალ საკრებულოს თავმჯდომერს აირჩევს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ამ დრომდე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობის შესასვლელი დაცვის სამსახურს  ბლოკირებული აქვს. ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებენ და აცხადებენ რომ 12:00 საათზე მოხდება მედიის დაშვება.

ჩხოროწყუს საკრებულო 27 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგად, მანდატების გადანაწილება ასეთია:

„ქართული ოცნება“ – 12
„ნაციონალური მოძრაობა“ – 7
„საქართველოსთვის“ – 7
„ლელო“ – 1

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი  რამაზ თოლოდრავა აცხადებს , რომ საკრებულო, როგორც ასეთი უნდა იყოს ოპოზიციური. ყველა საკვანძო პოზიცია უნდა ეკავოს ოპოზიციონერს და დღეს ეს ასე მოხდება.

 

ავტორი: აკო ქიქავა

https://youtu.be/Qj7oGVvjFA0

 

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ თბილისს და ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
შემდეგი სტატიაიპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა