რამაზ საყვარელიძე: სანდრა რულოვსმა დამარცხებას გაქცევა ამჯობინა

news
ავტ.: news ოქტომბერი 24, 2016 15:29

რამაზ საყვარელიძე: სანდრა რულოვსმა დამარცხებას გაქცევა ამჯობინა

სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა, ნიშნავს,რომ მან დამარცხებას გაქცევა, წასვლა ამჯობინა, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, სანდრა რულოვსი ვერ აცნობიერებს, რომ პარლამენტში სიით შესვლა და თან მიხეილ სააკაშვილის სცენარის განხორციელება, შეუთავსებელია.

„ნაციონალები“ გაიყვნენ პირობითად რადიკალებად და პარლამენტარიზმის მომხრეებად. რულოვსი კი არის სიაში, მაგრამ რადიკალური ჯგუფი გულისხმობდა იმას, რომ მთელი ეს სია უნდა დარჩენილიყო გარეთ, არ შესულიყო პარლამენტში, რულოვსმა აცალა პროცესს და შემდეგ მოიქცა ისე, როგორც თვლიდნენ რადიკალები. განახორციელა სააკაშვილის სცენარი. თუმცა შეიძლება რულოვსმა ბოლომდე ვერ გააცნობიერა, რომელ ჯგუფს ეკუთვნის. თან პარლამენტის წევრობა უნდა და თან მეუღლის ხაზის ერთგულება სურს, ვერ გააცნობიერა რომ ეს ერთად უკვე შეუთავსებელია“,- განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორი ფრთა ე.წ რადიკალები და პარლამენტარიზმის მომხრეები გაიყონ და დამოუკიდებლად განაგრძონ არსებობა.

„პოლიტიკას არ ახსოვს სანდრას კვალი, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება დანარჩენი ჯგუფისთვის სანდრა პარლამენტში იყოს მაინც სააკაშვილის წარმომადგენელი ამ ჯგუფში, რომლისთვისაც სააკაშვილი უკვე მიუღებელი ხაზის გამტარებლად ითვლება, რაც გამოჩნდა რულოვსის ინციდენტშიც, გაიყო მისდამი დამოკიდებულება პარტიაში. შესაძლოა, ერთი ჯგუფისთვის მისაღებიც იყოს რომ სანდრა პარლამენტში არ შევიდეს, როდესაც არ იციან ეს ერთი ხმა საით წავა, ის ვისი დირიჟორობით იმღერებს ეს ერთი ხმა. თუკი რულოვსი არ მიიღებს მონაწილეობას მთელ პოლიტიკურ პროცესში, დიდი შანსია, რომ ადვილად მოწყდნენ ერთმანეთს რადიკალები და პარლამენტარიზმის ფრთები და დამოუკიდებლად განაგრძონ არსებობა. უნდა ვიქონიოთ იმედი,რომ რულოვსის პრეცედენტი გადამწყვეტი არც იქით იქნება და არც აქეთ. შეიძლება ამან კიდევ უფრო მკაფიო ხაზი გაავლოს პარტიაში არსებულ ორ ჯგუფს შორის. უფრო ლოგიკურად მიდის პროცესები და ისეთი არეულობის სურათი, როგორიც იქმნებოდა არ არის. მე ვვარაუდობ, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილს უნდოდა, რომ მისი კანდიდატები ქუჩაში გამოსულიყვნენ, ისიც უნდოდა რომ ამ ქუჩაში მდგარიყო სანდრა რულოვსიც, ის ქუჩაში უფრო შთბეჭდავი იქნებოდა, ვიდრე პარლამენტში. პარლამენტში რა უნდა გააკეთოს სანდრა რულოვსმა, უბრალოდ ერთი დატებითი ხმაა ხმის მიცემისას”,- აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 24, 2016 15:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics