რამაზ საყვარელიძე: “ის რომ მოსახლეობა იცნობს პაატა ბურჭულაძეს როგორც ბრწყინვალე მომღერალს არ ნიშნავს რომ მის პარტიას მხარს დაუჭერენ.“

ramaz„ პაატა ბურჭულაძის გუნდი შეიძლება იყოს წარმატებული, რადგანაც ნებისმიერი სიახლისთვის მოსახლეობა მზად არის, ერთადერთი თუ პოლიტიკაში მოსვლას ცდილობს გინდ ბატონი პაატა ან გინდ სხვა, უნდა გაითვალისწინოს რომ დრო უკვე მცირეა. ნებისმიერ პოლიტიკურ ახალ სახეს მოსახლეობის მხრიდან გაცნობა სჭირდება. ის რომ მოსახლეობა იცნობს პაატა ბურჭულაძეს, როგორც ბრწყინვალე მომღერალს არ ნიშნავს რომ მის პარტიას მხარს დაუჭერენ“ -ამის შესახებ რადიო „მაესტრო“-ს პირდაპირ ეთერში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

“პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლის და არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ვერ შეეხება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ხმებს”–აცხადებს  ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ბურჭულაძე სავარაუდოდ მიიღებს ელექტორატის იმ ნაწილის ხმებს, რომლებიც ხელისუფლებით იმედგაცრუებულნი არიან:

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

“ერთადერთი, ვინც ბატონ პაატას გამოჩენით ნამდვილად არ დაზარალდება, ეს იქნება ნაციონალური მოძრაობა და პირობითად ვთქვათ, „პატრიოტთა ალიანსი“. ამ ორი პოლიტიკური ძალის ელექტორალურ შემადგენლობას ის ვერ შეეხება. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები შეიძლება შეავიწროვოს და რაც მთავარია, ჩვენ ვიცით, რომ დღეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ ახდენს თავის იდენტიფიცირებას არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან და ეს არის ალბათ რესურსი, რომლის მოზიდვასაც შეეცდება პაატა ბურჭულაძე. რამდენად მაღალი შანსები აქვს ეს ცალკე თემაა და ალბათ უფრო რთული“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებულია დავით ბორჩაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტი მანანა კობახიძეს პასუხობს