რამაზ გულუა დღეს პარტის აქტივისა და ახალგაზრდული ფრთის წევრებთან ერთად კირცხის სხვადაასხვა უბანში იმყოფებოდა და ამომრჩევლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ამომრჩევლებთან. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე რამაზ გულუა დღეს პარტის აქტივისა და ახალგაზრდული ფრთის წევრებთან ერთად კირცხის სხვადაასხვა უბანში იმყოფებოდა და ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული პრობლემების ერთიანი მოგვარების გზებსა და ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ გადასადგამ ნაბიჯებზე საუბარს შეეხო. დღეს, ყველაზე მეტად საჭიროა გაკეთდეს სწორი არჩევანი. მოსახლეობა არ ერიდება ღიად საუბარს, რომ ხელისუფალთ ხალხი მხოლოდ საარჩევნო პერიოდში ახსენდებათ. მათი დიდი ნაწილი, მიუხედავად ასაკისა უკეთესი მომავლის იმედით უყურებს კარს მომდგარ საპარლამენტო არჩევნებს. სოციალურმა ფონმა, რაც ძირიდადად უმუშევრობამ განაპირობა საკუთარ კერას ბევრი ახალგაზრდა მოაშორა და ქვეყნიდან გახიზნა.
კეთილდღეობა არა მხოლოდ ერთეულებს, არამედ ყველას!
აქტივის წევრებმა კირცხის ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის როლანდ ფიფიას წინასაარჩევნო სააგიტაციო ბუკლეტები და გაზეთები დაურიგეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური მოძრაობა “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას ” ლიდერმა დღეს თბილისში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიაგრემის კომპლექსი