რაკლი კობახიძე – ივანიშვილის ინტერვიუს დროს საზოგადოებამ კარგად დაინახა, რეალურად რა და როგორ ხდება ჩვენს ქვეყანაში

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს დროს საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რეალურად რა და როგორ ხდება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე კომენტირებისას აღნიშნა.

“ეს იყო პარტიის თავმჯდომარის გამოსვლა, სადაც საუბარი იყო იმ ვითარებაზე, რეალობაზე, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში. ძალიან ცუდია, რომ ამ ფორმით წარიმართა დისკუსია და ხედავდით, ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი, რამდენად ირღვეოდა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. ამ დისკუსიის წარმართვის დროს, რომელიც არის ძალიან სამწუხარო, იყო საუბარი, სად არის სიმართლე და სად სიყალბე. ჩემი აზრით, საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რეალურად რა და როგორ არის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გუშინ საუბარი იყო იმ საკითხებზე, რომელიც შუქდება ერთი სახით და რეალობა არის მეორე.

„მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე. ამას დაეთმო გუშინდელი გადაცემა. სამწუხაროდ, გუშინდელი გადაცემა ვერ დაეთმო სამომავლო ხედვებზე საუბარს, თუმცა დარწმუნებული ვარ, პარტიის თავმჯდომარეს ექნება საშუალება საზოგადოებას ესაუბროს სამომავლო ხედვაზე, თუ როგორ გვესახება ჩვენ ჩვენი ქვეყნის განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ„TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან გუშინ შედგა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების როტაცია დასრულდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – საქართველოში დღეს განსხვავებული აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა პირადი შეურაცხყოფა მიუღებელია