რაკკის აქტივისტები: “ისლამურ სახელმწიფოზე” განხორციელებული ავიადარტყმები უშედეგოა

რაკკის აქტივისტები: ისლამურ სახელმწიფოზე განხორციელებული ავიადარტყმები უშედეგოა

რაკკის აქტივისტები: ისლამურ სახელმწიფოზე განხორციელებული ავიადარტყმები უშედეგოაპარიზის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, რომელსაც 129 ადამიანი შეეწირა და 400 დაშავდა, საფრანგეთმა ისლამური სახელმწიფოს ავიადარტყმები ინტენსიური გახადა სირიაში, ქალაქ რაკკიში.
რაიმე სახის ინფორმაციის მიღება ამ ქალაქიდან ან ადგილობრივებთან კონტაქტზე გასვლა ამ დრომდე შეუძლებელია. ისლამური სახელმწიფოს რეპრესიების გამო ქალაქში, ფაქტობრივად, აქტივისტები არ დარჩენილან, ინტერნეტი კი მხოლოდ ჯიხადისტებს აქვთ.
სიტუაციის მონიტორინგს ქალაქში ჯგუფი “რაკკიში უხმოდ კლავენ” ატარებს. ისინი განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებენ.
ოქტომბერში ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივისტი იბრაჰიმ აბდულ კადარი იქნა მოკლული. ის თავის მეგობართან ერთად თურქეთის კალაქ ურფაში დაიღუპა. ამ შემთხვევის შემდეგ გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო თავმოკვეთილი მამაკაცი. ვიდეო მუქარას შეიცავდა: “შენ თავს ვერ დააღწევ ისლამური სახელმწიფოს ხმალს. ჩვენი ხელები შენამდე მოაღწევს, სადაც არ უნდა იყო”.

ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივისტი, აიმანი ამბობს, რომ საფრანგეთის და კოალიციის სხვა წევრების ავიადარტყმები უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში გაძლიერდა და ყოველდღიურად თითქმის 15 დარტყმა ხორციელდება.

“მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით რა ხდება ისლამური სახელმწიფოს რიგებში, ისინი მსგავს ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ” – ამბობს აიმანი.

რაკკის აქტივისტები: ისლამურ სახელმწიფოზე განხორციელებული ავიადარტყმები უშედეგოა

სირიის დაკვირვების ცენტრის მიერ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია დაახლოებით 33 ჯიჰადისტი.

აიმანი თვლის, რომ კოალიციის ავიადარტყმები არაეფექტურია, მისი აზრით, უფრო მეტია გასაკეთებელი ისლამური სახელმწიფოს გასანადგურებლად. ასევე ის ამტკიცებს, რომ სირიის მთავრობის და რუსეთის ავიადარტყმებს საერთოდ არანაირი შედეგი არ ჰქონია: “მათი ყველა ბომბი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მათ დიდი სისხლისღვრა მოაწყვეს” – თქვა მან. “რუსული ავიადარტყმები, რომელიც რაკკის დასავლეთში იყო, შორს არის ისლამური სახელმწიფოს პოზიციებისგან”. რუსეთი კატეგორიულად უარყოფს საკუთარი ავიადარტყმების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას და მსგავს ინფორმაციას “ინფორმაციულ ომს” უწოდებს, რომელიც მისი სამხედრო ოპერაციის დისკრედიტაციას ემსახურება.
მეორე აქტივისტი, მუსტაფა გასულ წელს ისლამური სახელმწიფოსგან მუქარებს იღებდა და სასწრაფოდ დატოვა სირია. ის გულწრფელ მწუხარებას გამოხატავს პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო, მაგრამ მისი აზრით, საფრანგეთი და კოალიციის სხვა წევრმა ქვეყნებმა მოქმედების სხვა ტაქტიკა უნდა შეიმუშავონ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად. “ეს ავიადარტყმები არ მოქმედებს. ისლამური სახელმწიფოს დაბომბვის დაწყების შემდეგ ისინი სხვადასხვა ქალაქებს მოედვნენ” – ამბობს ის და საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის მიმართ კრიტიკას გამოთქვამს, მისი ინიციატივის გამო, რომ რუსეთი კოალიციაში გააწევრიანონ.

banner
წინა სტატიაშიმალის დედაქალაქში შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაკრემლის თქმით, სიკვდილით დასჯის შემოღება “ჯერ ადრეა”