რაკკა: როგორ ცხოვრობს ხალხი ისლამური სახელმწიფოს “დედაქალაქში”

11221891_1099724950040358_4470773545966014863_n 12301504_1099724923373694_3709701595858680818_n 12308762_1099725056707014_3902970368300732923_n 12313686_1099725013373685_57393870395401571_n 12313957_1099725126707007_3390009691660156924_n

2014 წელს ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქი რაკკა დედაქალაქად გამოაცხადა. ქალაქი უდაბნოში მდებარეობს და 200 ათასზე ნაკლები ხალხი ცხოვრობს. მას უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის მანძილზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის ცხოვრებაში არ ქონია – ის უბრალოდ სირიის რამდენიმე მსხვილ ქალაქში, ან მოსულსა და ბაღდადს შორის გადაადგილებისას მოსაცდელი ადგილი იყო.
რაკკა გასული საუკუნის 70-იან წლებში, მას შემდეგ შეიცვალა, რაც მდინარე ევფრატზე ჰიდროელექტროსადგური აშენდა. სოფლის მეურნეობის განვითარებამ მიმდებარე ტერიტორიებიდან ასობით ადამიანი მოიზიდა, რამაც თავის მხრივ ქალაქის დემოგრაფიული მდგომარეობა შეცვალა.
დღეს რაკკა მსხვილი ქალაქების გადაკვეთაზე მდებარეობს: ერთი მხრივ ეს არის გზა სირიისკენ, მეორეს მხრივ, უდაბნოდან – ერაყისკენ. რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია კიდეც ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტების გადაწყვეტილება, რაკკა მათი დედაქალაქი გახდეს.
ადრე რაკკაში კერძო უნივერსიტეტი და რამდენიმე პროფესიული კოლეჯი იყო. ქალაქში მუშაობდა კაფე, ზაფხულში ხალხი ქუჩებში სეირნობდა გვიანობამდე, ისხდნენ რესტორნებში, სადაც ქალები და მანაკაცები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ქალები და მამაკაცები ასადის წინააღმდეგ დემონსტრაციებშიც ერთად იღებდნენ მონაწილეობას, იქამდე, სანამ მას ისლამური სახელმწიფო დაიპყრობდა.
რაკკას პროვინცია ქვეყანაში სიდიდით მესამეა.
ქალაქი სუნიტებით არის დასახლებული, რომლებიც ერაყელი სუნიტების ნათესავები არიან. ადრე ქალაქში ქურთები და სხვა ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობდნენ. ქურთები, რომელთა ლოალურობაშიც ისლამურ სახელმწიფოს ეჭვი ეპარებოდა, პირველ რიგში განდევნეს ქალაქიდან. ისლამური სახელმწიფოს ახალი მთავრობა, რომელმაც მეამბოხეებისგან გაწმინდა ქალაქი, ყოფილ ჩინოვნიკებს და სპეციალისტებს ასაქმებს.
რაკკას მმართველს, ისევე, როგორც მიმდებარე პროვინციებისას, “ვალი” ქვია, მას რამდენიმე ემირი ექვემდებარება, რომლებიც ცალკეულ დეპარტამენტებზე არიან პასუხისმგებელი.
დასჯის მკაცრი სისტემა, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ შემოიღო, ნებისმიერ წინააღმდეგობას ან პროტესტს შეუძლებელს ხდის. თავის მოჭრის სახალხო ჩვენებები ქალაქში ჩვეულებრივი მოვლენაა. დასჯის ეს მეთოდი მოქმედებების ჩამონათვალის გრძელი სიის დარღვევის შემდეგ დგება, რომელსაც ისლამური სახელმწიფო დანაშაულად თვლის. ისლამური სახელმწიფოს მთავრობა, ძირითადად, ძალის გამოყენებასა და უცხოელ ჯიჰადისტებზეა დამოკიდებული.
ქალაქის მცირეოდენი მაცხოვრებლები, რომლებიც დარჩნენ საცხოვრებლად, ისლამური სახელმწიფოს კანონებს ეგუებიან და იმით მშვიდდებიან, რომ ეს გარკვეული სახის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც სხვადასხვა სახის სახელმწიფოებრივ მომსახურებას და საჭმლით მომარაგებასაც გულისხმობს. რუსი და ფრანგი ავიაბომბდამშენების უკანასკნელი თავდასხმის შემდეგ, რამაც წყლის და ენერგო სისტემების მოშლა გამოიწვია, რაკკას მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრება ძალიან დამძიმდა. ქალაქს ასევე არ გააჩნია ნავთობი, რადგანაც ნავთობშემნახველი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უმეტესობა ავიადარტყმების შედეგად განადგურდა.
გოგოებს და ქალებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ მამაკაცების თანხლების გარეშე (როგორც წესი, მამა, ძმა, ან ქმარი). ქალები ვალდებული არიან ნიკაბი ატარონ, რაც ქალს სხეულს სრულიად უფარავს (მხოლოდ თვალები უჩანს).
ქუჩებში პოლიცია პატრულირებს, რომელიც ასევე აკონტროლებს შარიათის კანონებს, რაც მამაკაცებისთვის დრეს-კოდსაც გულისხმობს. მოწევა აკრძალულია მთელ ქალაქში. მწეველებს პოლიციის სპეციალური დანაყოფი “ალ-ჰისბა” აკავებს. მამაკაცები ვალდებული არიან დღის მანძილზე იარონ მეჩეთში.
ტელეფონში ქალის სურათის შენახვისთვის სასჯელი გამათრახებაა – 30 დარტყმა.
აკრძალულია საფეხბურთო მატჩების ყურება. კაფე, სადაც ფეხბურთს აჩვენებენ, იხურება პოლიციის მიერ.
ქალაქში პატრულირებს ქალთა პოლიციაც – “ალ-ჰანსას” ბატალიონი. მისი დანიშნულებაა გააკონტროლოს, ქალებს ისლამური სახელმწიფოს კანონების შესაბამისად აცვიათ თუ არა ქუჩებში. ბატალიონი, ძირითადად, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ცოლებისგან შედგება და მათი მიზანია დრეს-კოდის დაცვა და იმათი დასჯა, ვინც კანონს დაარღვევს.
ქალაქში აკრძალულია სილამაზის სალონები, გასათხოვარი ქალები, რომლებიც თავს არიდებენ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს ან პოლიციას, სახლიდან არ გამოდიან, რომ იძულებით არ გაათხოვონ. შვილის გაჩენა სასურველი არ არის, რადგანაც ქმრები ხშირად იღუპებიან ომში.
ისლამური სახელმწიფოს უცხოელი ბოევიკები, როგორც წესი, ბოლომდე იბრძვიან. ქალების ბედი, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანდნენ, ცნობილი არ არის.
რაკკას მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ ისლამური სახელმწიფოს მმართველობა ადრე თუ გვიან დასრულდება, მანამდე კი მათ სხვა არჩევანი არა აქვთ, გარდა იმისა, რომ შეეგუონ რეპრესიებს და ძალადობას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჰაერის დაბინძურების გაზომვის პირველი ეტაპი დასრულდა
შემდეგი სტატიასერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძე და მისი უწყება გახმაურებული საქმეების გამოძიებას ვერ შეძლებს