რაკეტებში ვხვდებით დასავლური წარმოების მიკროელექტრონიკას, არ არის დრო დაიხუროს სანქციების პაკეტებში აშკარა ხარვეზები? – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსულ რაკეტებში, რომლითაც დღეს ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს, დასავლური წარმოების მიკროელექტრონიკა აღმოაჩინეს. პოდოლიაკის თქმით, კერძო კომპანიები რუსეთს რაკეტებს სანქციების გვერდის ავლით აწვდიან.

“ღამე კიდევ ერთ ტერორისტული აქტი მოხდა და კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა, ამჯერად ოდესაში. რუსეთის მიერ გამოშვებული ყველა რაკეტა 2023 წლის გაზაფხულზეა წარმოებული. გამონაკლისის გარეშე, ყველა მათგანში ვხვდებით დასავლური წარმოების მიკროელექტრონიკას, რომელსაც რუსეთს კერძო კომპანიები აწვდიან მესამე ქვეყნების მეშვეობით სანქციების გვერდის ავლით. კითხვა: არ არის დრო, რომ დაიხუროს სანქციების პაკეტებში აშკარა ხარვეზები? სხვა შემთხვევაში ეს უკვე ნამდვილად უცნაურად გამოიყურება: ერთის მხრივ, კომპანიები უბრალოდ აწვდიან რაკეტების ნაწილებს აგრესორ ქვეყანას სრულმასშტაბიანი ომის დროს, მეორე მხრივ, ჩვენ ვეძებთ რაკეტებს უკრაინის თავდაცვისთვის”, – წერს პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო – რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიწოდების პროცესი დაწყებულია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ სახელმწიფომ აღიარა, ზოგიერთ შშმ პირს ყოველდღიურ ცხოვრებაში დახმარება სჭირდება და უნდა დაუნიშნოს ასისტენტი