,,რაის სიტყვის თავისუფლება მიგაქვს, პატარა, ხომ არ გაჟრიალებთ ტანში, რა”?

„აი, რას ახშობ, რაის სიტყვის თავისუფლება მიგაქვს, პატარა, ხომ არ გაჟრიალებთ ტანში, რა?“ – ეს განცხადება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, გოგი წულაიამ ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

ტელეკომპანიის და არასაპრლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გოგი წულაიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე აშკარა ზეწოლა იკვეთება.

„დარწმუნდით უკვე, რომ არის ბიზნესზე ზეწოლა, ბიზნესზე წილის წართმევები და არის თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლა. ამგენს ბიჭო, ახლა ტვინი ხომ უნდა ჰქონდეთ თავში, ინტერნეტია, საზღვრები გახსნილია, აი, რას ახშობ, რაის სიტყვის თავისუფლება მიგაქვს, პატარა, ხომ არ გაჟრიალებთ ტანში, რა?“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო არსებული პრობლემების შესახებ.

არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იკვეთება ხელისუფლების სურვილი, აკონტროლოს კრიტიკული მედია და მეორეს მხრივ ზეწოლა მოახდინოს ბიზნესზე.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახური – აღრიცხულია C ჰეპატიტის სამკურნალო 26 236 866 ლარის ოდენობის ვადაგასული მედიკამენტები, დანაკლისი არ დაფიქსირებულა
შემდეგი სტატია“ცოტა უცნაურია ეს პოზიცია, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს და თავის აზრს არ უნდა გამოხატავდეს ამ ძალიან მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით”