„რაიონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები გაეზრდებათ“ – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რაიონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

„დღეს მთავრობაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოდის, რომლის შედეგადაც ჩვენ 20-30%-ით გავუზრდით ხელფასებს რაიონის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს. ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად მივაწოდოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიშეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში
შემდეგი სტატიაჭანუყვაძე, რომელიც დღეს გადადგა, პრემიერმა თანამდებობაზე დატოვა