რაღაცები შეიძლება მე მოვითმინო, მაგრამ რიგით მოქალაქეს ამას ვერ მოთხოვ – კალაძე ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე

რაღაცები შეიძლება მე მოვითმინო იმიტომ,რ ომ საჯარო მოხელე ვარ, მაქვს რაღაც ვალდებულება, მაგრამ რიგით მოქალაქეს ამას ვერ მოთხოვ – თბილისის მერის განცხადება ჟურნალისტების მიმართ გახშირებულ ძალადობებზე. კალაძის თქმით, “მიკროფონის ჭერა” არ ნიშნავს, “რესპოდენტზე ძლადობას”.

“როდესაც მიკროფონი გიჭირავს ხელში არ ნიშნავს იმას, რომ რესპონდენტს შეურაცხყოფა მიაყენო, არ ნიშნავს იმას, რომ რესპონდენტზე იძალადო. თქვენ როდესაც რესპონდენტი გეუბნებათ, რომ არ მაქვს თქვენთან კომუნიკაციის სურვილი, თქვენ რას აკეთებთ ამ დროს? გაკიდება, მიკროფონის პირში ჩათხრა, მანქანაში შევარდნა, ოჯახებში შევარდნა. თქვენ ვინ მოგცათ ამის უფლება?
არ არის ეს მოსაწონი დამიჯერეთ, ეს ყველას ავნებს…რაღაცები შეიძლება მე მოვითმინო იმიტომ, რომ საჯარო მოხელე ვარ, მაქვს რაღაც ვალდებულება, მაგრამ რიგით მოქალაქეს ამას ვერ მოთხოვ.” ამბობს მერი კალაძე

banner
წინა სტატიაშიაქცია ნაც.მოძრაობის და მისი რადიკალური ფრთის, “სირცხვილიას” ორგანიზებულია – კობახიძე
შემდეგი სტატიაპრემიერს დღეს შიშის გამო აშკარად შეცვლილი ჰქონდა ტონი, მაგრამ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმა, მათ შორის დეპოლარიზაციის მიმართულებით – დეკანოიძე