“რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა…”- ბესელია ქრთამთან დაკავშირებით სკანდალურ ბრალდებას პასუხობს

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

„ოცნებასთან“ დაახლოებული პირის, გია აბაშიძის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეკა ბესელიამ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისგან დიდი ოდენობით ქრთამი აიღო, რათა მისი ბიზნესის პრობლემები მოეგვარებინა და სასამართლოში ლობირება მოეხდინა, თავად ეკა ბესელია უარყოფს და პროვოკაციას უწოდებს. ბესელია დარწმუნებულია, რომ გია აბაშიძე კონკრეტული ჯგუფის დავალებას ასრულებს. ბესელია ამ დროისთვის, საქართველოში არ იმყოფება, მისი თქმით ის სამსახურეობრივი ვიზიტით დიდ ბრიტანეთშია წასული.

„ეს იმდენად დიდი აბსურდია, ისეთი სიგიჟეა და ისეთი სამარცხვინო რაღაცაა, რაც გია აბაშიძემ დაწერა, რომ საერთოდ შინაარსში ვერ შევალ. მაგრამ რა არის ამ ყველაფრის პოლიტიკური მხარე ამას ვხვდები, ჯერ ერთი გია აბაშიძე არ არის უცხო ადამიანი, ის ოფისში ტრიალებს და შიგნით მუშაობს პიარის თუ პრესის ჯგუფთან, თუ ექსპერტების ჯგუფთან, მისგან მიკვირს ვინ დაავალა ასეთი რამის დაწერა, რაღაც ბმას ვხედავ იმაში, რომ დაახლოებით 2-3 დღის წინ მითხრეს, რომ რაღაც პროვოკაცია მზადდებოდა და არ ვიცოდი შინაარსი. რაღაც ახსენეს ეს გვარი და უბრალოდ გამეცინა ამაზე, იმიტომ რომ არ ვიცნობ ამ ადამიანს პირადად და ჩემი კომენტარები ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეებზე, რომელიც უკავშირდება ოქუაშვილის გამოსვლებს, იყო ძალიან კრიტიკული… გია აბაშიძე მე მყავს ნანახი ჩვენს ოფისში და ამიტომ მე მგონია, რომ მას ეს დავალება მისცეს, ეს უნდა გავარკვიო, ფორმა კომიკურია, სადღაც რაღაცა მოუყვნენ ვაკეში, გიასგან მიკვირს, ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ არც ასეთ ადამიანად არ ვიცნობ. დარწმუნებული ვარ ეს დავალებაა, ვინ დაავალა ამას გავარკვევ. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის ის ფორმა და გზა, რომლითაც რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა“- განაცხადა ეკა ბესელიამ რ2-თან სატელეფონო საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიზვიად ქორიძემ შეწყალების კომისია დატოვა
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია