რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სტადიონზე საქართველოს დროშა გოგი წულაიამ აღმართა

საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ქუთაისის რაგბის სტადიონზე საქართველოს დროშა გოგი წულაიამ აღმართა.

აღნიშნული გადაწყვეტილება წულაიას ცნობილ ფრაზას უკავშირდება – „დროშა ვერ დაკიდენ“, რომელიც მან რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისას გააკეთა. მაშინ რაგბის სტადიონზე აღმართულ რამდენიმე დროშას შორის საქართველოს დროშა მოცულობით გაცილებით პატარა იყო.

რაგბის კავშირმა წულაიას საჩუქრად მაისური გადასცა, რომელზეც ყველა მორაგბის ხელმოწერაა.

ხვალ, რაგბში ერთმანეთს საქართველოსა და ბელგიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ქუთაისში, 14:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისუბარმა ეკომიგრანტებს საკუთრების მოწმობები გადასცა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს