რაგბის კავშირი საპრეზიდენტო კანდიდატების გარეშე დარჩა

როგორც ცნობილი გახდა, ირაკლი აბუსერიძის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურის მოხნის გადაწყვეტილება გიორგი ნიჟარაძემაც მიიღო.

გიორგი ნიჟარაძე აცხადებს, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიამრთება.

“გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიამრთება”, – აცხადებს ნიჟარაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიანასტასია ზაუტაშვილი პრეზიდენტს შეწყალებას კიდევ ერთხელ სთხოვს
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს