პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი რომის პაპის განცხადებას ეხმაურება.
სიკორსკის შეფასებით, ახლა პაპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უნდა მოუწოდოს უკრაინიდან საუკუპაციო ჯარების გაყვანაზე.
„რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის ახლა პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გამოიყვანოს თავისი სამხედროები უკრაინიდან?“, – წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.
სიკორსკი ასევე აღნიშნავს, რომ თუ პუტინი უკრაინიდან ჯარებს გამოიყვანს, მაშინ მშვიდობა მოლაპარაკებების საჭიროების გარეშე დადგება.
რომის პაპმა, ფრანცისკემ შვეიცარიული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა.