25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

რადოსლავ სიკორსკი: ფაზა, როდესაც ომში ინიციატივას რუსეთი ფლობდა, დასრულდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომში ძალთა ბალანსი შეიცვალა და რუსეთმა წინსვლის ინიციატივა დაკარგა. მინისტრმა ფრონტზე არსებული ვითარება რამდენიმე მიმართულებით შეაფასა.

„შავ ზღვაში უდავოდ უკრაინამ გაიმარჯვა. რუსეთს უკრაინის საჰაერო სივრცეში უპირატესობა ნამდვილად არ აქვს. მას შეუძლია რაკეტებისა და დრონების გაშვება, მაგრამ არ შეუძლია უკრაინის თავზე თავისუფლად ფრენა. სახმელეთო ბრძოლა ჩიხში შევიდა, უკრაინამ კი, როგორც ჩანს, დონბასიდან ყირიმამდე სტრატეგიულ ავტომაგისტრალზე კონტროლი დაამყარა”,_  თქვა მან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჩაის პლანტაციების ფართობი ათ წელში განახევრდა
შემდეგი სტატიაბახმაროში სახელდახელოდ მოწყობილი ბლოკპოსტები ამოქმედდა – რა ხდება ადგილზე