რადიოკავშირის ხარვეზის გამო, “ჯორჯიან ეარვეისის” თვითმფრინავს აფრენიდან რამდენიმე წუთში პრობლემა შეექმნა

ავიაკომპანია „აირზენას“ თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან მილანში უნდა გაფრენილიყო, გაურკვეველი მიზეზის გამო უკან გამობრუნდა.

თვითმფრინავი Boeing 737 ამჟამად თბილისის თავზე დაფრინავს და, სავარაუდოდ, მან საწვავის ავზები უნდა დაცალოს.

“აფრენიდან რამდენიმე წუთში მას კავშირის პრობლემა შეექმნა, რის გამოც, ამ დრომდე, საწვავის დაცლას ცდილობს, რომ აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდეს.

“ბორტს აქვს რადიოკავშირის ხარვეზი, ამის გამო თვითმფრინავი  თბილისის აეროპორტში დაეშვება, ხარვეზის გამოსწორების შემდეგ კი შეასრულებს რეისს” – აცხადებენ  ავიაკომპანიაში.

banner
წინა სტატიაშიბჟანიამ მოსახლეობას მოუწოდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაემორჩილონ პროვოკაციებს
შემდეგი სტატია“აირზენას” თვითმფრინავი, რომელსაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში დაეშვა