15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

„რადიო თავისუფლების“ პროექტმა „ეხო კავკაზა“ მუშაობა შეწყვიტა

„რადიო თავისუფლების“ პროექტმა „ეხო კავკაზა“ 2026 წლის პირველ მაისს მუშაობა შეწყვიტა. რადიო საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსულენოვანი აუდიტორიისთვის მაუწყებლობდა.

„რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტმა, სტივენ კაპუსმა გადაწყვეტილება რეორგანიზაციის საჭიროებით ახსნა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია „გავლენიანი, აქტუალური და ფინანსურად პასუხისმგებელი“ დარჩება.

სტივენ კაპუსის თქმით, რეორგანიზაციის პროცესში „ნამდვილად ნიჭიერ კოლეგებს“ ემშვიდობებიან.

რედაქციის ცნობით, საქართველოს სამსახური ქართულენოვან მაუწყებლობას განაგრძობს, ხოლო ოკუპირებული რეგიონების შესახებ ინფორმაციას ახალი რუსულენოვანი განყოფილება მოამზადებს.

„ეხო კავკაზა“ 2009 წლის 2 ნოემბერს დაარსდა და 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშუქებდა მოვლენებს. თბილისსა და პრაღაში მოქმედი გუნდის გარდა, რედაქციას კორესპონდენტები ჰყავდა სოხუმსა და ცხინვალში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ბალტიის ზღვაზე და პრიმორსკის პორტში, მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს
შემდეგი სტატიაADB-ის პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი კიდევ უფრო ზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას