“რადიო თავისუფლება” სტრასბურგს რუსეთისგან დაცვას სთხოვს

რადიო თავისუფლება

“რადიო თავისუფლების” მოსკოვის ბიურომ სტრასბურგის სასამართლოს თხოვნით მიმართა ხელი შეუშალოს მათზე დაკისრებული ჯარიმების ამოღებას, რომელიც რუსეთის ხელსიუფლებამ მედიასაშუალებას, როგორც “უცხო ქვეყნის აგენტს” დააკისრა – შესაბამისი ინფორმაცია 16 აპრილს გავრცელდა – “დოიჩე ველე” წერს.

“რუსეთის ხელისუფლების მოქმედება გამოხატვის თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლების პრინციპებს არღვევს, რომელიც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მეათე მუხლით არის გათვალისწინებული. სასამართლოსგან საჭიროა უზრუნველმყოფელი ზომები, რადგანაც, თუკი ეს არ მოხდება “რადიო თავისუფლება” და მისი გენერალური დირექტორი უდიდეს ზარალს მიიღებენ”. დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ “რადიო თავისუფლების” დევნა რუსეთში სხვა დამოუკიდებელი მედიის ბედზეც ნეგატიურად აისახება” – “დოიჩე ველე” წერს.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთის ზედამხედველობის სამსახურმა “რადიო თავისუფლება” და მისი გენერალური დირექტორი ანდრეი შარი საერთო ჯამში 100 მილიონი რუბლით დააჯარიმა.

რუსეთის ზედამხედველობის სამსახური “”რადიო თავისუფლებისგან” მოითხოვს, რომ დარეგისტრირდეს როგორც “უცხო ქვეყნის აგენტი”, რომელიც აშშ-ს კონგრესისგან იღებს დაფინანებას. მედიასაშუალება მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს, რადგანაც, როგორც რედაქციაში აცხადებენ, მათი პოლიტიკა სრულიად დამოუკიდებელია და მითითება იმაზე, რომ ის რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტის ფუნქციას ასრულებს, მისი დისკრედიტაცია იქნება.

banner
წინა სტატიაშისარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიამდინარაძე: თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე მეტს ვერ მივიღებთ, რიგგარეშეს განვიხილავთ