11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

„რადიო თავისუფლება“: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი, 27 წლის ახალგორელი თამაზ გოლოევია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი, 27 წლის ახალგორელი თამაზ გოლოევია. მამით ოსი და დედით ქართველი თამაზ გოლოევი განათლებას ცხინვალში იღებდა და პერიოდულად თბილისში ჩადიოდა — ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

„რადიო თავოსუფლებასთან“ დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი 2026 წლის 22 აპრილს დილით ახალგორიდან თბილისში ჩავიდა და მალევე დააკავეს. მისი თქმით, ამის შესახებ თავად ტელევიზიით შეიტყო. მოგვიანებით იგი თბილისშიც ჩამოვიდა, თუმცა შვილის ნახვა ვერ შეძლო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გოლოევი 22 აპრილს დააკავა, ხოლო 23 აპრილს პროკურატურამ მას და კიდევ ორ პირს ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე [ჯაშუშობა], რაც სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

banner
წინა სტატიაშიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატია25-27 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება