რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი 47 წლის სავაშ კაივანპურია. ის ირანშია დაბადებული, თუმცა ახლა დუბაიში ცხოვრობს, 2021 წლიდან კი დომინიკის პასპორტი აქვს. გამოცემა წერს, რომ საქართველოში კომპანიის სამეწარმეო რეესტრსა და თიზ-ში რეგისტრაციისთვის, მას მინდობილობა 4 ქართველ იურისტზე ჰქონდა გაცემული.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია, მას ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს და „შესაბამისად, არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს.














