რადიო “ჯორჯიან თაიმსის” გენერალურ დირექტორს თავს დაესხნენ

პაპუნა გუ ლაშვილს თავს დაესხნენ

რადიო “ჯორჯიან თაიმსის” გენერალურ დირექტორს, პაპუნა გულაშვილს, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პაპუნა გულაშვილი ოფისში მოდიოდა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოსთხოვა მას მანქანა გაეჩერებინა და აქციის მონაწილეებს შეერთებოდა.

პაპუნა გულაშვილმა აუხსნა, რომ ის მიდიოდა ოფიოსში, მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რა დროსაც აქციის მონაწილემ მას დროშის ტარი სახის არეში ჩაარტყა, რი შედეგადაც გულაშვილმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.

ამ დროისთვის გულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: „ნაციონალებს” უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ტექნიკის მაღაზია გატეხეს