რადიო „აფხაზეთის ხმა“ ახალ სეზონს განახლებული ეთერით ხვდება

14341472_1354982197860431_863182300_n12 სექტემბერს რადიო „აფხაზეთის ხმამ“ ახალი სეზონი განახლებული ეთერითა და პროგრამებით, ახალი და ძველი, რადიოს სახედ მიჩნეული სახეების ურთიერთშეთავსებით დაიწყო.
მსმენელს ელოდება განახლებული ეთერი და გადაცემები, მათ შორის, გამოსასვლელ დღეებშიც. მაგალითად, კვირას, 20:00 საათზე ეთერშია Live შოუ, შაბათს კი დილის ეთერში 11-დან 14:00 საათამდე თამუნა მუსერიძისა და ნიკა ხაჩიძის დუეტი.
დუეტი ეთერშია კვირა დილითაც – შაბათის მსგავსად, სამი საათის განმავლობაში სტუდიაში თქვენს განწყობაზე გიორგი ნაზღაიძე და გიორგი გაგლოევი იზრუნებენ.
პარასკევს, 18:00 საათზე ეთერში გავა „აფხაზეთის ხმის“ ჩარტი და მას გელა გნოლიძე წარმოგიდგენთ.
როგორც ყოველთვის, გათვალისწინებულია რუსულენოვანი მსმენელიც – რუსული ეთერი „აფხაზეთის ხმაზე“ კვლავაც შენარჩუნდება და მას თეა წურწუმია გაუძღვება.
ჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ აღმასრულებელი პროდიუსერის მიხეილ დიასამიძის განცხადებით, განახლებულ ეთერში, სხვადასხვა გადაცემაში მსმენელს ელოდება მის გემოვნებაზე გათვლილი მუსიკალური ბადე, ცნობილი სახეები და მუსიკალური ბენდები:
„ზემოთჩამოთვლილი გადაცემების გარდა, ეთერში გავა ქალბატონებზე გათვლილი ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა, ასევე სამედიცინო გადაცემალ. აღსანიშნავია, რომ „აფხაზეთის ხმაზე“ აღდგება სპორტის ბლოკი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, კარგა ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო. ეს ყველაფერი არ არის: ჩვენი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ახალი სეზონი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გადაცემებით დაამახსოვრდეს მსმენელს“.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: პრეზიდენტს პარლამენტი უნდა ირჩევდეს და არა ხალხი
შემდეგი სტატია1 ოქტომბერს, რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წირვას აღავლენს