რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი თავი რა ფორმითაც არ უნდა წარმოადგინოს, შედეგი იგივე იქნება – მათიკაშვილი

რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი თავი რა ფორმითაც არ უნდა წარმოადგინოს, შედეგი იგივე იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, 2024 წლის საპარლამენტო ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს.

„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი თავი რა ფორმითაც არ უნდა წარმოადგინოს, შედეგი იგივე იქნება, რადგან ჩვენს ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციას ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს. ეს კარგად იცის ოპოზიციამ და ამიტომ იგონებს ხრიკებს, რათა თავისი მძიმე მდგომარეობა რაიმე სახით გააუმჯობესოს, თუმცა 2024 წლის საპარლამენტო ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: მინდა, მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, არ გადააჭარბონ ხმაურის დასაშვებ ზღვარს
შემდეგი სტატიაყოველი დღე, როცა არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ – პაპუაშვილი