რადიკალური კლება არ შეინიშნება – გამყრელიძე გრიპსა და წითელაზე

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია, თუმცა რადიკალური კლება არ შეინიშნება.

თბილისში, ის ხუთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც უკვე მეორე კვირაა მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება – საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.

რაც შეეხება წითელას- მიმართვიანობა არ შემცირებულა და სპეციალისტები დაავადების თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

„გრიპთან დაკავშირებით შეჯამდა იანვრის მესამე კვირის მონაცემები, ავადობის მაჩვენებელი დაახლოებით იგივე დიაპაზონშია, რაც მეორე კვირაში.

ტენდენცია კლების არის გრიპის, მაგრამ რადიკალური კლება არ გვაქვს. წითელას ავადობასთან დაკავშირებით, კლება არ შეინიშნება. ამიტომ, არის მოწოდება, წითელას ეპიდაფეთქება რომ შევაჩეროთ, ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია,“-ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაში(video)”ტრაგედიაა, რომ ბევრ თქვენგანს უხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ ყოფნა” – მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა
შემდეგი სტატიამიშას და ემიგრანტების შეხვედრა ვნახე… ცალი თვალით შევხედავდი ბიძინას იგივე შეხვედრების ფორმატში…