რადიკალურ ოპოზიციას პრაქტიკულად რესურსი ამოეწურა, განსაკუთრებით ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ – მაჭარაშვილი

რადიკალურ ოპოზიციას პრაქტიკულად რესურსი ამოეწურა, განსაკუთრებით ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის ფაქტობრივი, თუ ფორმალური თავმჯდომარე დღესდღეობით გაურკვეველია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის მათი მხარდამჭერები, ვერ იტყვის ვინ არის ფაქტობრივი თუ ფორმალური თავმჯდომარე, სააკაშვილი, მელია, ნაყოფია, თუ სხვა ლიდერები.

„ყველამ კარგად იცის, „ნაცმოძრაობაში“ არის სულ მცირე ორი მიმართულება, ამ ფონზე, როგორც ჩანს, საუბარი და სურვილი აქვთ, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარესთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად კარგი იქნებოდა ამ პარტიისთვის და ზოგადად ოპოზიციისთვის. 2024 წლისთვის, რასაც ვამბობდით, რომ გადახარისხდება ოპოზიციური სპექტრი საქართველოში, ეს პროცესი დაწყებულია. ამას ხვდებიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, აქედან გამომდინარე, უკვე არათანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამენ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებენ. „ნაცმოძრაობის“ განცხადებები აღარ აინტერესებს მათ მომხრეებსაც კი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ უკრაინაში ვიზიტისას საპარლამენტო დელეგაციაზე უარი თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმას ნიშნავს, რომ ეს პარტია აბსტრაქტულ ქვეყანაში ცხოვრობს.

„საკუთარი ქვეყნის წარმატება რომ არ გიხარია, ეს უკვე ნიშნავს, პრაქტიკულად ყველა რესურსი ამოწურული გვაქვს, მათ შორის შენს მხარდამჭერებშიც კი. შეიძლება იყო ოპოზიციაში, მაგრამ როდესაც შენი სახელმწიფოს წარმატებას ეხება საქმე, აქ ყველა პარტიამ უნდა გადადოს თავისი სუბიექტური მოთხოვნები. სამწუხაროდ, ამას „ნაცმოძრაობა“ ვერ და არ ახერხებს, რისი შედეგიცაა, რომ აუცილებლად 2024 წლისთვის გადახარისხდება ოპოზიციური სპექტრი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

წინა სტატიაშიქვეყანას ახალი ათვლის წერტილი სჭირდება, რის გამოც აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – ბეჟაშვილი
შემდეგი სტატიალატვიამ რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა