რადიკალებმა ლვოვში ლგბტ-ფესტივალი ჩაშალეს

elgep17ლგბტ-თემის აქტივისტებმა ლვოვში, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედევად, გუშინ ადრე დაგეგმილი ლგბტ-ფესტუვალის ჩატარება სცადეს. ორგანიზატორებმა სასტუმრო “დნესტრის” დარბაზი დაიქირავეს ღონისძიებების ჩასატარებლად, თუმცა, მას შემდეგ, რაც დაახლოებით 300 ახალგაზრდა შეიკრიბა, რომლებიც ფესტივალს აპროტესტებდნენ, პოლიციამ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით სპეცრაზმი გამოიძახა.
მანამდე პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რომ სასტუმრო დანაღმეს. ადგილზე სპეციალისტები გამოცხადდნენ. რადიკალები შეეცადნენ პოლიციის კორდონი გაერღვიათ და სასტუმროში შეეღწიათ, თუმცა შემდეგ ქვების სროლა დაიწყეს.
როგორც სამართალდამცველები იტყობინებიან, არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა კუბაში ვიზიტს იწყებს
შემდეგი სტატია(ვიდეო) სამების ტაძარში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია