რადაში პრორუსული ფრაქციის, „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ საქმიანობა შეაჩერეს

რადაში პრორუსული ფრაქციის „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ საქმიანობა შეჩერებულია – გადაწყვეტილება უმაღლესი რადას დახურულ სხდომაზე მიიღეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრაქციამ მუშაობა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით შეწყვიტა.

„უკრაინის უმაღლეს რადაში OPZH ფრაქციის “სიცოცხლისთვის” საქმიანობა შეჩერებულია. ფრაქცია ასევე დატოვეს დეპუტატებმა [ანდრიი] ისაენკომ და [ანატოლი] ბურმიჩმა.

უკრაინული მედიის ცნობით, პრორუსული ფრაქციის “სიცოცხლისთვის” დეპუტატების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ ჯერ კიდევ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე წავიდა. 16 მარტის მდგომარეობით საზღვარგარეთ 26 სახალხო დეპუტატი იმყოფებოდა.

ამასთან, ომის პერიოდში გაირკვა, რომ უკრაინის ადგილობრივ საბჭოებში პოლიტიკური ფრაქციის ბევრი წარმომადგენელი ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებთან ერთად ობიექტური მიზეზების გამო „ევროპელი სოციალისტები“ ვერ წავლენ – ინჯია
შემდეგი სტატიაუკრაინა-რუსეთმა ტყვეები მეოთხედ გაცვალეს – ვერეშჩუკი