რადაში ეჭვობენ, რომ სავჩენკო კრემლის დაკვეთით გადატრიალებას აპირებს

1უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ შეწყალებული სამხედრო მოსამსახურე ნადეჟდა სავჩენკო “ფაქტორია, რომელსაც უკვე ვერაფერს ვუზამთ”, კრემლმა კი მისი სახით “უკრაინას შემოაპარა გადატრიალება” – ამის შესახებ პოლიტიკოსმა “112 უკრაინას” განუცხადა.
“ვფიქრობ, ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატია უკრაინაში, რომელიც ყველა პატრიოტს გააერთიანებს” – განაცხადა რაბინოვიჩმა.
მან, ასევე სავჩენკოს მშვენიერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა აღნიშნა: “ის ორი წელი მშრალ შიმშილობაზე იყო და მშვენიერი ფიზიკური ფორმით დაბრუნდა – არ გამხდარა. მისი ორატორული შესაძლებლობების დონე და პასუხების სისხარტე – უბრალოდ, უნიკალური იყო” – განაცხადა რაბინოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის პრეზიდენტმა 25 მაისს შეიწყალა. ის იმავე დღეს ჩამოფრინდა უკრაინაში. მან აეროპორტში განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დალევდა არაყს, რომ ენერგიით არის სავსე და მზად არის დღესვე შეუდგეს დეპუტატის მოვალეობის მოხდას. ამავე დროს, მან პარტიის ლიდერისგან, რომლის დეპუტატიც არის, იულია ტიმოშენკოსგან ყვავილები დემონსტრაციულად არ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ლეგენდიდან ერთი პატარა კაცუნა ხდება
შემდეგი სტატიათურქმა მინისტრმა გერმანიას “ღუმელებში დამწვარი ებრაელები” შეახსენა