რადას წევრი – რუსული აგრესიის პირობებში, უკრაინაში 300-400 ათასი რეზერვისტის მობილიზება მოხდება

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული აგრესიის რეალური გაფართოების პირობებში, რეზერვიდან ოპერატიულად მოხდება 300-400 ათასი მოქალაქის მობილიზება, ვისაც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება გააჩნია, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა ფიოდორ ვენისლავსკიმ „უკრინფორმთან“ საუბარში განაცხადა.

„გარდა შეიარაღებული ძალების მუდმივი შემადგენლობისა და სხვა სამხედრო ფორმირებებისა, არსებობს რეზერვი, რომელსაც გააჩნია საბრძოლო მოქმედებების წარმოების გამოცდილება. შეგვიძლია 300-400 ათასის ოპერატიულად მობილიზება, რაც უკვე ის ძალაა, რომელიც ზუსტად მიაყენებს დანაკარგებს ჩვენ მტერს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთის მასშტაბური აგრესიის შემთხვევაში უკრაინაში, სრულფასოვან მობილიზაციას თავს ვერ აარიდებენ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე – პირდაპირი ავიარეისების შეჩერება იყო რუსული მხარის გადაწყვეტილება, პოზიტიური მიდგომა თუ იქნება, პანდემიის მიუხედავად, შეგვიძლია, საკითხი სამუშაო დონეზე განვიხილოთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები
შემდეგი სტატიაჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორები ​საქართველოში გაუქმებული ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ