რადას დეპუტატმა ლვოვში რუსეთის საკონსულოდან რუსეთის დროშა ჩამოგლიჯა

რადას დეპუტატმა ლვოვში რუსეთის საკონსულოდან რუსეთის დროსა ჩამოგლიჯა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ვლადიმირ პარასიუკმა, უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავცენკოს მხარდაჭერის გამოსახატავად, ლვოვში, რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობიდან რუსეთის დროშა ჯერ ჩამოაგდო და შემდეგ დაწვა – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მათი თქმით, პარასიუკი საკონსულოს შენობაში შეღწევას ცდილობდა, რაშიც ხელი დაცვამ შეუშალა. ამის შემდეგ პარლამენტარი საკონსულოში კედლიდან გადაძვრა და რუსეთის დროშა ჩამოხსნა.
“ახლავე აგიხსნით რა მოხდა. იქ ახლა გამოვიდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი რომელმაც თქვა, რომ მე არ მაქვს უფლება ამ შენობაში ვიყო, რადგანაც ეს რუსეთის ტერიტორიაა. ეს უკრაინის ტერიტორიაა. ეს ლვოვია. მეორე სულელი იმას მიხსნიდა, რომ ჩვენ არ გვაქვს აქ ყოფნის უფლება” – განაცხადა პარასიუკმა.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოკორეულმა გაზეთმა მინიატურული ატომური ქობინის ფოტო გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძე: ფინანსური რეაბილიტაციის გეგმა მე მაქვს თავში