რადას დეპუტატი მუსტაფა ნაიემი პეტრო პოროშენკოს შეხვდება

უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა მუსტაფა ნაიემმა განაცხადა, რომ პარლამენტართა ჯგუფი უახლოეს საათებში შეხვდება პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და განიხილავს “ანტიკორუფციული სასამართლოს” თაობაზე კანონპროექტის უმაღლეს რადაში რეგისტრაციის საკითხს. ამის შესახებ მან ისაუბრა ტელეკომპანია “NewsOne”-ის ეთერში.
”კანონპროექტის ავტორებთან და რამდენიმე დეპუტატთან ერთად ჩვენ მივალთ პრეზიდენტთან…მან უნდა გაგვცეს პასუხი თუ კონკრეტულად როდის წარუდგენს იგი ამ კანონპროექტს პარლამენტს. ეს რომ გვეცოდინება, განხილვის დღეს მოვალთ პარლამენტთან და ვაიძულებთ დეპუტატებს ხმა მისცენ მას”,- აღნიშნა მუსტაფა ნაიემმა.
პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში გაზეთ “Украинская правда”- ს დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტი მიიღებს დეპუტატ მუსტაფა ნაიემს.

banner
წინა სტატიაშიროგორც ვირთხები! იანუკოვიჩის დროსაც ასეთი არ ხდებოდა!
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მე მიშა ვარ… არანაირი მიხო (ვიდეო)