რადას დეპუტატი არ გამორიცხავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას

რადას დეპუტატი არ გამორიცხავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას

2უკრაინის რადას დეპუტატმა, სერგეი სობოლევმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა არ გამორიცხა მას შემდეგ, რაც მოსკოვში უკრაინის საელჩოს თავს დაესხნენ. თავდასხმა წუხელ გვიან ღამით მოხდა – რუსული რადიო “გავარიტ მასკვა” იტყობინება.

“მსგავს სიტუაციებში დიპლომატიური ურთიერთობები წყდება – ეს ჩვეულებრივი პროცესია”- განაცხადა პარლამენტარმა, და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვინ ღამით უცნობმა პირებმა მოსკოვში მდებარე უკრაინის საელჩოს კვერცხები დაუშინეს,, რომლის შემდეგადაც ისინი მიიმალნენ. აქციის დროს სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

გუშინვე, დღის საათებში რამდენიმე უკრაინულმა ორგანიზაციამ ოდესაში რუსეთის გენერალური საკონსულოს შესასვლელი დაბლოკა. მათ, რუსეთის დღესთან დაკავშირებით, საელჩოში შესვლა სურდათ, სადაც სადღესასწაულო მიღება მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიფლორიდაში მამაკაცმა მომღერალს ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა
შემდეგი სტატიაამერიკელი მომღერალი კრისტინა გრემი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა