რადამ უკრაინული ენის სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ კანონი მიიღო


“უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი “უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენად ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ”.

კანონი პეტრე პოროშენკოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო.
კანონპროექტის ირგვლივ დიდი დისკუსია გაიმართა. მომხრეები ამბობდნენ, რომ ის უკრაინული ენის განვითარებას შეუწყობს ხელს, მოწინააღმდეგეები კი იმ პირების უფლებების დარღვევებზე აკეთებდნენ აქცენტს, რომლებმაც არ იციან უკრაინული ენა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ვლადიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ კანონს შეისწავლის და გამოეხმაურება. “მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შევუდგები, კანონის საგულდაგულო ანალიზს გავაკეთებთ, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება დაცულია” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ზელენსკის პრეს-სამსახურმა გაავრცელა – ამის შესახებ”ბიბისი” წერს.

კანონის ამოქმედების შემდეგ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ვალდებულია ძირითად ენად უკრაინული გამოიყენოს. რადგანაც უკრაინაში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის უკრაინული, შეიქმნება სპეციალური კურსები, სადაც მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ სახელმწიფო ენის შესწავლას.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 42 მსჯავრდებული შეიწყალა