უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას უკრაინაში. კანონს მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა და ის ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 30 დღეში. გარდა ერთი პუნქტისა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში, რუსეთის ეკლესიაში შემავალ სასულიერო პირებსა და ეპარქიებს, 9 თვიანი ვადა ექნებათ ოკუპანტთან კავშირის გასაწყვეტად. მიღებული კანონით, უკრაინაში იკრძალება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მას დაქვემდებარებული სტრუქტურებისა და რელიგიური ორგანიზაციების მუშაობა.