რადამ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მისი ოფისის შემუშავებული ცვლილებათა პაკეტი მიიღო

უკრაინის რადამ “მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედგების ოფისის” მიერ წიაღისეულის მოპოვებისა და ბიზნესის ელექტროენერგიის წყაროსთან მიერთების შესახებ შემუშავებული ცვლილებების პაკეტები მიიღო. ამის შესხებ განცხადება ოფისის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. ცვლილებების პაკეტის მიხედვით, წიაღისეულზე ლიცენზიის გაცემა და ბიზნესის ელექტროენერგიის წყაროსთან მიერთება გამარტივდება.

რადა მსგავსი ცვლილებების პაკეტის მიღებას წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, თუმცა მისი დამტკიცება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელ, რაც ცვლილებათა პაკეტის შემუშავებაში “მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედგების ოფისი” ჩაერთო.

დეპუტატებმა და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტს უპრეცედენტო უწოდეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და მისი ოფისის წევრებს დაუღალავი შრომისთვის მადლობაც გადაუხადეს.

banner
წინა სტატიაშივაშაძე “ნამახვანჰესზე” – არ შეიძლება ამ ბრძოლამ, ამ გამძლეობამ ვინმე გულგრილი დაგვტოვოს
შემდეგი სტატიაბუჩუკური – ფაქტია, რომ გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალ ამინდს ქმნის