რადამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში საბჭოთა კავშირის პასუხისმგებლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო

უკრაინის უმაღლესმა რადამ პოლონეთის და ლიტვის პარლამენტის სოლიდარობის დეკლარაცია მიიღო მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით – ამის შესახებ “112 უკრაინა” წერს.
დოკუმენტში მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს ეკისრება.
“ჩვენ იმ ფაქტზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ რიბენტროპ-მოლოტოვის 1939 წლის 23 აგვისტოს პაქტი, რომელიც ორ ტოტალიტალურ ქვეყანას შორის კომუნისტურ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის დაიდო, 1 სექტმემბერს მეორე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვია, რომელიც გერმანიის აგრესიით დაიწყო და რომელსაც17 სექტემბერს საბჭოთა კავშირიც შეუერთდა” – ნათქვამია დეკლარაციაში.
უკრაინის პარლამენტის სპიკერის, ანდრე პარუბის თქმით, იგივე დეკლარაციას მიიღებს პოლონეთის სეიმი, ლიტვაში კი დოკუმენტს ახალი მოწვევის პარალმენტი განიხილავს.

banner
წინა სტატიაში“ყველას ხმა გადამწყვეტია, მოუსმენ ორივეს, იქნება კენჭისყრა და შედეგებს პრესსამსახური მოგახსენებთ”
შემდეგი სტატიასაეჭვო ნივთის გამო ლონდონის მეტროს სადგური ევაკუირებულია