30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

რაციის ჩანაწერებს რატომ ადევს გრიფით საიდუმლო? გაასაჯაროვონ! – ანა ბუჩუკური 20 ივნისის საქმეზე

ვინ გასცა 20 ივნისს აქციის დარბევის ბრძანება? გახარიას გუნდის წევრი “ოცნებას” მოუწოდებს, რაციის ჩანაწერებს გრიფით საიდუმლო მოხსნან და გაასაჯაროვონ. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

“რაც შეეხება 20 ივნისს, სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე დაწერა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია. წერტილი. და ამიტომ კიდევ უფრო მძაფრდება შეკითხვა, ვინ გასცა. და, საერთოდაც, რაციის ჩანაწერებს რატომ ადევს გრიფით საიდუმლო? რას მალავენ? გაასაჯაროვონ! არაფერი დასამალი ჩვენ არ გვაქვს. ვინმე პატარა კაცებს და კაცმაცუნებს თუ ჰგონიათ, რომ გავრილოვის მაპინძელ კობახიძეს ან ბრძანების გამცემს გადაეფარებიან და დამალავენ, ძალიან სცდებიან, იმიტომ, რომ ამის დრო აუცილებლად მოვა”, – ამბობს ანა ბუჩუკური. 

banner
წინა სტატიაშიჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლა ახალ რეგიონებში ვრცელდება
შემდეგი სტატიათენგო თევზაძე – “ნაციონალური მოძრაობა” ალიანსში ყოფნას თუ აპირებს, უნდა თქვას, ოღონდ მხოლოდ სიტყვა არ კმარა