რაჭის ტყეების გადაცემაზე ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

რაჭის ტყეების გადაცემაზე ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ამ დროისთვის ხმაური და დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე შესვლას და იქ კარვების გაშლას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ისინი აცხადებენ, რომ აქ იქნებიან მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

სამართალდამცველების განცხადებით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მოთხოვნებს არ ემორჩილებიან.

აქცია ვარლამ გოლეთიანის ინიციატივით იმართება.

banner
წინა სტატიაშიკოლორადოს სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია
შემდეგი სტატიაშსს-მ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციაზე 11 პირი დააკავა