პარლამენტმა „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები მესამე მოსმენით, 89 ხმით მიიღო.
საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, კანონპროექტი ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ხუთი ბუნების ძეგლის შექმნას ითვალისწინებს.
კერძოდ, საუბარია შემდეგ ბუნების ძეგლებზე – საკიშორის მღვიმე, შარეულას მღვიმე, უშოლთის მღვიმე, მურადის მღვიმე და კიდობანას მღვიმე.
ამასთან, იგეგმება რაჭის ეროვნული პარკის 4 759 ჰექტრით გაფართოება, რაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ხარჯზე უნდა განხორციელდეს.
ცვლილებები ითვალისწინებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 50 240 ჰექტრის ფართობის ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის შექმნას. დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე განლაგებულია 34 სოფელი და მათი სასოფლო- სამეურნეო-სავარგულები. მისი მართვა, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება.

















