რაჭაში, სოფელ შუა კრიხთან ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი და რთული რელიეფი ართულებს. ცეცხლის კერებთან ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მიყვანა. პროცესში ჩართულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. ასევე, ადგილზე დილიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომლსაც დღის მეორე ნახევარში მესამე ვერტმფრენიც დაემატა. მათ ჯამში 50 გაფრენა განახორციელეს.

სააგენტოს განცხადებით, ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ უკრაინის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაქუთაისში მეოთხე დღეა დაკარგულ ტურისტს ეძებენ