რაჭაში ორი დღის წინ მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

რაჭაში ორი დღის წინ მომხდარი ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცი ორი დღის განმავლობაში ქუთაისში, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა.

banner
წინა სტატიაშიდაკარგული გემი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, ნაპოვნია
შემდეგი სტატიატატო კუჭავა: მე ვრჩები შსს პრესსამსახურში