რაჭაში, მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე იმყოფებიან

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროის მონაცემებით, მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე არიან.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი ცოტა ხნის წინ ჩამოწვა, შემთხვევა სასტუმრო “სანსეტ შოვის” მიმდებარედ მოხდა. დაზიანებულია გზა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის 2 ვერტმფრენით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები მიემგზავრებიან.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – ფასდაუდებელია, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად
შემდეგი სტატიაკურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა – ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას – ენერგო-პრო ჯორჯია