რაჭაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც  თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. სხვა დეტალები ზუსტდება.

banner
წინა სტატიაში„ემპათიას“ დასკვნა – არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში სხვადასხვა მეთოდით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებაზე“ – იმედი მაქვს, რომ იქნება მხარდაჭერა, არ მეჩქარება, ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც შემაშფოთებელია