რაჭა-ლეჩხუმში პრობაციონერები დასაქმდნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პირობით მსჯავრდებულებმა რ.ბ-მ და ტ.ს-მ ასფალტ–ბეტონის ქარხანაში და შპს „დანი 2010-ში“ დაიწყეს მუშაობა. რ.ბ–ს, რომელსაც ხანძრის შედეგად საცხოვრებელი დაეწვა და უსახლკაროდ დარჩა, სამუშაო ადგილის მიმდებარედ, თავშესაფარიც გამოეყო.

მისი საშუალო ანაზღაურება თვეში დაახლოებით, 250 ლარი იქნება. რაც შეეხება ტ.ს–ს, მისი ხელფასი თვეში 300 ლარს შეადგენს.

პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წლის განმავლობაში 156, მიმდინარე წელს კი, 32 პრობაციონერი დასაქმდა.

banner
წინა სტატიაში“ზაქარია ვასაძემ ჩაიცვა მომწვანო რეზინის ხელთათმანები და სწორედ ამ მანქანიდან ამოიღო ის ნარკოტიკები რომელიც მას ქურთუკის ჯიბეში ჩაუდო” -კილაძე
შემდეგი სტატიაჭიაკოკონობის ღამეს დამწვრობა ორმა მოზარდმა მიიღო