რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ლევან დარახველიძე უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის,
ახლადშექმნილი დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლევან
დარახველიძე დაინიშნა. ამ დრომდე მას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ლევან დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა
თანამდებობაზე მუშაობდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან დარახველიძე დღეს
წარადგინა. ვახტანგ გომელაურმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლადშექმნილი
დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა.

banner
წინა სტატიაშიალი ასადოვი-კოორდინირებულად ვატარებთ სატრანსპორტო ოპერაციებს საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან ჩვენს რეგიონში. ნამდვილად სასიხარულოა იმის დანახვა, რომ საქართველო დიდ საქმეს აკეთებს ამ სფეროში, ამის მაგალითია რკინიგზის მოდერნიზება, პორტების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
შემდეგი სტატიაევროკავშირი ერთიანია ჩვენი პრინციპების, ღირებულებების დაცვაში და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ისრაელს, მის უფლებას, რომ დაიცვას თავი – მიშელი