27.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და საკარმიდამო მიწის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, დაკავებულის მიერ დათესილი და კულტივირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 200-მდე ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმელანია ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი Fox News-მა გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაზელენსკი არ აპირებს ე.წ. მშვიდობის ნაცვლად დონეცკის ოლქი მთლიანად დათმოს – REUTERS