რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ თანამდებობა დატოვა.

არსებული ინფორმაციით, მარგველაძე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩევლად გააგრძელებს მუშაობას.

პაპუნა მარგველიძე გუბერნატორის თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობდა.

როგორც ცნობილია, ახალი გუბერნატორი ეყოლება გურიასაც. მოქმედი გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს.

ამასთან, პირველი არხის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამხრეო ადმინისტრაციებში სხვა საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

banner
წინა სტატიაში“ევროპულმა საქართველომ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატიამესტიის გამგებლის ინფორმაციით, უშბაზე დაკარგული გერმანელი ტურისტები მამა-შვილი არიან